ლაგოდეხში, ტექნიკის მაღაზია გაქურდეს. როგორც მესაკუთრე, ალექსანდრე გელაშვილი აცხადებს, მაღაზია უცნობმა პირებმა გაქურდეს.
მეპატრონის თქმით, მაღაზიიდან ძირითადად მობილური ტელეფონებია წაღებული.
როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.