ამირან გამყრელიძე: კორონავირუსი მაინც სერიოზულად ცირკულირებს ქვეყანაში – დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების შემცირების მიუხედავად, დამშვიდების საფუძველი არ არსებობს.

მისი თქმით, ინფექცია საქართველოში კვლავ სერიოზულად ცირკულირებს.

„თანდათან ქვემოთ მოდის ახალი შემთხვევების რაოდენობა. თუმცა, ის რაც არის და იგივე დღევანდელი შემთხვევები – 1 143, საკმაოდ მაღალია. მიუხედავად იმისა, რომ სტაბილიზაციისკენ არის სიტუაცია, ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, რადგან ინფექცია მაინც სერიოზულად ცირკულირებს ქვეყანაში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები