ბრიუსელში, დამოუკიდებელი ორგანიზაცია Horeca Federation-ი, რომლის ძირითადი მიზანია ბიზნეს ორგანიზაციების დახმარება და მხარდაჭერა, მოუწოდებს ხელისუფლებას, დაეხმაროს ბიზნესს

ბრიუსელში, დამოუკიდებელი ორგანიზაცია Horeca Federation-ი, რომლის ძირითადი მიზანია ბიზნეს ორგანიზაციების დახმარება და მხარდაჭერა, მოუწოდებს ხელისუფლებას, დაეხმაროს ბიზნესს,-ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

ასევე მოცემულია ღია წერილი, რომელიც ფედერაციამ ბრიუსელის მთავრობას გაუგზავნა.
„დედაქალი დაცლილია ტურისტებისგან. ბრიუსელის სასტუმროების 80% დაკეტილია და ჯამში დაიკარგა მათი შემოსავლების 75%. სარესტორნო ბიზნესი შემცირდა 80%-ით, 3 000-ზე მეტმა ადამიანმა დაკარგა სამსახური და ჩვენ ვშიშობთ, რომ 2021 წელს დაახლოებით 10 ათასი ადამიანი დარჩება უმუშევარი. დიდმა სარესტორნო კომპანიებმა და კაფეებმა მიიღეს დახმარება, რაც მათი გადასახადებისა და სესხების გათვალისწინებთ, ზღვაში წვეთია.“ – ვკითხულობთ ღია წერილში, რომელიც ფედერაციამ გაუგზავნა ბრიუსელის მთავრობას.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ჯანდაცვის ექსპერტები აფრთხილებენ ოფიციალურ პირებს, რომ დღესასწაულების შემდეგ დაახლოებით 2 500- 5 000 კოვიდ ინფიცირებული ადამიანი დაბრუნდა ბელგიაში, რომელიც ზამთრის პერიოდში მოგზაურობდა.

„მგზავრთა შესაბამისი ფორმა, ბელგიაში შესვლის დროს შეავსო დაახლოვებით 80 ათასმა ადამიანმა. კოვიდტესტი ჩაუტარდა 11%-ს, რომელთა 3.7% იყო კოვიდ დადებითი. „თუ ამ მაჩვენებელს განვავრცობთ 80 ათას მოგზაურზე, მივიღებთ 300 ინფიცირებულს. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ აღნიშნული ფორმა არ შეუვსია ქვეყანაში დაბრუნებულ ყველა ადამიანს“. შესაბამისად, ბიოსტატისტიკოსების განმარტებით, შესაძლოა, ქვეყანაში დღესასწაულები შემდეგ დაბრუნებული კოვიდინფიცირებულების რიცხვი ამჟამად იყოს 5 000“,-წერს უცხოური მედია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები