Reuters: რადარებიდან გაუჩინარებული ინდონეზიური ავიაკომპანიის თვითმფრინავის,  ბოინგი 737- ის  ნამსხვრევები მეთევზეებმა აღმოაჩინეს (ვიდეო)

რადარებიდან გაუჩინარებული ინდონეზიური ავიაკომპანიის  Sriwijaya Air-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის, „ბოინგი 737’ – ის  ნამსხვრევები, მეთევზეებმა აღმოაჩინეს, – ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

მეთევზეებმა  ინდონეზიის ადგილობრივ მედიას უთხრეს, რომ მათ რკინის რამდენიმე დეტალი იპოვეს, რომელიც სავარაუდოდ, გაუჩინარებულ ბოინგს ეკუთვოდა. ამის ამსახველ ვიდეოს სააგენტო STUFF ავრცელებს.

აღნიშნული ფაქტი ინდონეზიის ხელისუფლების წარმომადგენელმა, ტელეკომპანია KOMPAS  TV-სთან საუბარში დაადასტურეს.

„წყალზე რამდენიმე კაბელი, ჯინსის ნაჭერი და ლითონის ნაჭრები აღმოვაჩინეთ”, – განუცხადა ინდონეზიის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა CNNInd Indonesia.com- ს.

Flightradar24 – ის მონაცემებში, რომელიც თვითმფრინავებზე დაკვირვებას აწარმოებას,  მითითებული, რომ თვითმფრინავი 27 წლის იყო.

ცნობისთვის, თვითმფრინავი ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტადან ქალაქ პონტიანაკში მიფრინავდა, ხოლო  ბოინგი რადარებიდან  ინდონეზიის დასავლეთ პროვინციის თავზე კალიმანტათან  გაუჩინარდა. ბორტზე 50-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები