ფრიდონ ინჯია – მოსწონს ეს გიგა ბოკერიას თუ არა, პარლამენტში უკვე პირველი ოპოზიციური პარტია „ევროპელი სოციალისტები” ვართ
მოსწონს ეს გიგა ბოკერიას თუ არა, პარლამენტში უკვე პირველი ოპოზიციური პარტია „ევროპელი სოციალისტები” ვართ, – ამის შესახებ პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის” პარტიული სიით შესულმა დეპუტატმა და აწ უკვე „ევროპელი სოციალისტების” ერთ-ერთმა ლიდერმა ფრიდონ ინჯიამ განაცხადა.
„სხვათაშორის შევახსენებ მას, რომ ასეთი გადაწყვეტილებები წინა მოწვევის პარლამენტშიც მიიღო ოპოზიციამ, როდესაც ნაც.მოძრაობას ევროპული საქართველო გამოეყო და ახალი პარტია შექმნა. ის მოქმედება სამართლიანი იყო და ჩვენი უსამართლოა? ეს არის მისი მხრიდან ორმაგი სტანდარტით მიდგომა საკითხის მიმართ”- განაცხადა ფრიდონ ინჯიამ