ინდონეზიის ავიახაზების ბოინგი 737 რადარებიდან გაუჩინარდა

ინდონეზიის ავიახაზების „ბოინგი 737’ რადარებიდან გაუჩინარდა, ბორტზე 50-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, თვითმფრინავი ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტადან ქალაქ პონტიანაკში მიფრინავდა, ხოლო  ბოინგი რადარებიდან  ინდონეზიის დასავლეთ პროვინციის თავზე კალიმანტათან  გაუჩინარდა.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თვითმფრინავმა 10.000 ფუტის  სიმაღლეზე ფრენისას სიმაღლე 1 წუთში დაკარგა.

ოფიციალური უწყებების ცნობით, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები უკვე დაწყებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები