“ვერ გაგვაჩუმებთ” – Twitter-მა ტრამპს გვერდი სამუდამოდ დაუბლოკა

Twitter-ის ადმინისტრაციამ დონალდ ტრამპის გვერდი სამუდამოდ დაბლოკა, იმ მოტივით, რომ არსებობს საშიშროება იმის, რომ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ძალადობის პროვოცირების მოხდენას შეეცდება.

ამის შესახებ სოციალური ქსელის ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი.

გადაწყვეტილება ტრამპის ბოლოდროინდელი პუბლიკაციების ანალიზის შემდეგ იქნა მიღებული.

მომხდარს დონალდ ტრამპი გამოეხმაურა.

“ვერ გაგვაჩუმებთ!”,- აცხადებს აშშ-ის ლიდერი, რომლის განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს.

“ვვარაუდობდი, რომ ასეთი რამე მოხდებოდა. ვაწარმოებთ მოლაპარაკებას სხვა საიტებთან. ასევე საკუთარი პლატფორმის შექმნის შესაძლებლობას განვიხილავთ”,- ამბობს ტრამპი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები