ინდოეთში საავადმყოფოში ხანძარს 10 ახალშობილი ემსხვერპლა

ინდოეთში, ქალაქ ბხანდარში საავადმყოფოს ახალშობილთა პათოლოგიის განყოფილებაში ხანძრის შედეგად, სულ მცირე 10 ჩვილი დაიღუპა.

ინფორმაციას სააგენტო ANI საავადმყოფოს ექიმზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღინიშნება, რომ ხანძრის მომენტისთვის განყოფილებაში 17 ახალშობილი იმყოფებოდა, გვიან ღამით კი, დაკვამლიანება მედდამ შენიშნა და ადმინისტრაციას შეატყობინა.

შვიდი ბავშვის გადარჩენა მოხერხდა.

მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები