ბელგიის საწარმოების ფედერაციის ინფორმაციით, პანდემიამ ქვეყნის ბიზნესს დიდი ზიანი მიაყენა – ქვეყნის ეკონომიკა კი 2019 წლის მაჩვენებელს 2022 წლის შუა პერიოდამდე ვერ დაუბრუნდება

ბელგიის ეკონომიკა ძველ ნიშნულს 2022 წლის შუა პერიოდამდე ვერ დაუბრუნდება. ბელგიის საწარმოების ფედერაციის ინფორმაციის მიხედვით, პანდემიამ დიდი ზიანი მიაყენა ქვეყნის ბიზნესს, რაც ჯერ კიდევ ბოლომდე არაა ცნობილი. ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, მძიმე მდგომარეობაშია ბიზნესების უმეტესობა, მთავრობის მიერ გამოყოფილი დახმარების მიუხედავად.

ასევე, საწარმოების ფედერაციის უფროსი ეკონომისტის განცხადებით, ოთხი კომპანიიდან 1, სხვაგვარად რომ ვთქვათ, 100 ათასი კომპანია, რომელიც, 2020 წლის 1-ელი იანვრის მონაცემებით, იყო სრულიად „ჯანმრთელი“, დღეს სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას.  ჯამურად, ბელგიის ეკონომიკა 2019 წლის მაჩვენებელს 2022 წლის შუა პერიოდამდე ვერ დაუბრუნდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები