დიდი ბრიტანეთში კოვიდპანდემიასთან დაკავშირებით მთავრობის საკომუნიკაციო სტრატეგიას აპროტესტებენ

ადგილობრივი მედია წერს, რომ დიდი ბრიტანეთში კოვიდპანდემიასთან დაკავშირებით მთავრობის საკომუნიკაციო სტრატეგიას აპროტესტებენ. კრიტიკოსთა აზრით, ხშირად სწრაფი მოქმედების ნაცვლად ინფორმაციული ვაკუუმი იქმნება, მაგალითად, ასე მოხდა რეგულაციების გამოცხადების დროს.

დიდი ბრიტანეთის დეპუტატების კონსერვატიული ფრთა აცხადებს, რომ ქვეყანაში არის ქაოსი, რაც, მათი აზრით, დიდწილად მთავრობის გაუმართავი საკომუნიკაციო სტრატეგიის ბრალია.

მაგალითად, მას შემდეგ, რაც ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი გადასცდა 50-ათასიან ნიშნულს და, შესაბამისად, გაიზარდა ზეწოლა ჯანდაცვის სექტორზე, პრემიერმა განაცხადა, რომ აუცილებელი იყო რეგულაციების გამკაცრება. იგივე განცხადება გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმაც. თუმცა, მომდევნო 36 საათის განმავლობაში, როდესაც ინფორმაცია უნდა გავრცელებულიყო გადაწყვეტილების მიღების სხვადასხვა ნაბიჯების შესახებ, ამ საკითხზე  არაფერი თქმულა.

რიგ შემთხვევებში გადაწყვეტილებების მიღებაც დროში იწელება. მაგალითად, მაშინ, როდესაც ცნობილი ხდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მთავრობას აფრთხილებენ მეცნიერები, მინისტრები აჭიანურებენ მოქმედებას, რასაც მოჰყვება ხოლმე ინფორმაციული ვაკუუმი და ბოლოს სწრაფი მოქმედების გადაუდებელი საჭიროება იქმნება.

2020 წლის 15 დეკემბერს დიდი ბრიტანეთის პრემიერმა, ბორის ჯონსონმა გადაწყვიტა, რომ, ეპიმიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, საკმარისი იქნებოდა მესამე დონის სიფრთხილის (Tier 3) გამოცხადება ქვეყანაში. ამ გადაწყვეტილებით მან არ გაითვალისწინა და ყურადღება არ მიაქცია მეცნიერების რჩევებს რეგულაციების მეტად გამკაცრების შესახებ. რამდენიმე დღეში ცხადი გახდა, რომ საჭირო იყო უფრო მკაცრი ზომების მიღება, რადგან ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები