ცისანა შარტავა: შორენა თეთრუაშვილის პასუხი კორონავირუსზე საეჭვო დადებითია
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირადი ექიმის, ცისანა შარტავას განცხადებით, პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის პასუხი კორონავირუსზე საეჭვო დადებითია და მას PCR ტესტირება 3 საათზე ჩაუტარდა.
„წუხელ, გვიან მოსული პასუხი იყო საეჭვო დადებითი. ვნახოთ, დღეს რა იქნება. PCR ტესტირება ჩაუტარდება და 3 საათამდე უკვე გვეცოდინება საბოლოო პასუხი. გუშინდელივით, განცხადება გაკეთდება.
ღმერთმა ინებოს და ყველაფერი კარგად იყოს, ამის შემდეგ ექიმები იმსჯელებენ, დასჭირდება თუ არა პატრიარქს ტესტირება,“ – აცხადებს პატრიარქის ექიმი, ცისანა შარტავა.