თბილისში 12 წლის მოზარდი 13-სართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. შემთხვევა გვიან ღამით ნუცუბიძის პლატოზე მოხდა.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს, თუმცა, მოზარდი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მომხდარი ფაქტის შესახებ გვიან გაიგეს. გარდაცვლილი ბავშვი სტუმრად იმყოფებოდა, იგი მაღაზიაში ჩავიდა, გაზიანი სასმელი შეიძინა და წაიღო. ალბათ, ზედმეტად ინტერესიანი იყო, ზემოთ ამძვრალა სახურავზე და გადმოვარდნილა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.