აშშ-ის პროფკავშირის ხელმძღვანელი კაპიტოლიუმის პოლიციის უფროსს ძალადობრივი მომიტინგეების კაპიტოლიუმში შეჭრის გამო გადადგომისკენ მოუწოდებს

აშშ-ის პოლიციის პროფკავშირის ხელმძღვანელი, რომელიც იმავდროულად შეერთებული შტატების კაპიტოლიუმის პოლიციასაც წარმოადგენს, უწყების დაცვის დეპარტამენტის უფროსს გადადგომისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ბუნტი „არც უნდა დაეშვათ!”

გას პაპატანასიუმ ხუთშაბათს განაცხადა, რომ დაგეგმარების პროცესის არარსებობამ გამოიწვია ოფიცრების პირისპირ აღმოჩენა ძალადობრივი მომიტინგეების წინაშე, რომლებიც კაპიტოლიუმში შტურმით შეიჭრნენ. მისი თქმით, მორიგე ოფიცრებს არ ჰქონდათ სარეზერვო ძალების სავარაუდო მხარდააჭერა და აღჭურვილობა, რომელიც ამბოხებულებზე კონტროლის დასამყარებლად იქნებოდა საჭირო. ის იქვე ამტკიცებს, რომ კაპიტოლიუმის პოლიციის უფროსი – სტივენ სუნდი უნდა შეიცვალოს, რომ მომავალში მსგავსი ინციდენტები არ განმეორდეს.

პოლიციას იმის გამოც აკრიტიკებენ, რომ დაუყოვნებლივ არ დააკავა ბევრი ადამიანი, ვინც კაპიტოლიუმში შეიჭრა. პაპატანასიუ ამბობს, რომ „მას შემდეგ, რაც კაპიტოლიუმის შენობის დარბევა გარდაუვალი გახდა, ჩვენ სიცოცხლე ვაქციეთ პრიორიტეტად ქონების ნაცვლად, რათა ხალხი უსაფრთხოდ ყოფილიყო”.

პაპატანასიუ შეერთებული შტატების კაპიტოლის პოლიციის შრომითი კომიტეტის თავმჯდომარეა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები