მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის სამხედროები ავღანეთში გაემგზავრნენ

ნატო-ს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ შესასრულებლად ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში 32-ე ქვეითი ბატალიონის გამგზავრების მორიგი ეტაპი განხორციელდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

- რეკლამა -

- რეკლამა -

უწყების ცნობით, ქართველი მშვიდობისმყოფელები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მესამე ბრიგადის მეთაურმა, ვიცეპოლკოვნიკმა მიხეილ გოგნაძემ გააცილა.

ქართველი სამხედროები საერთაშორისო სამშვიდობო მისიას ექვსი თვის განმავლობაში ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში შეასრულებენ. ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა ბაგრამის სამხედრო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იქნება.

მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითმა ბატალიონმა ავღანეთში ნატო-ს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის (RSM) გადასროლისწინა მომზადების ყველა ეტაპი საქართველოში გაიარა. 32-ე ქვეითი ბატალიონი მეორე ქართული ქვედანაყოფია, რომელსაც მისიაში გამგზავრებამდე გადასროლისწინა მომზადების დასკვნითი ეტაპი (ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება) გერმანიის ნაცვლად საქართველოში ჩაუტარდა. შეფასება ქართველ ინსტრუქტორებთან ერთად აშშ-ის ევროპული სარდლობის წარმომადგენლებმა ჩაატარეს და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მომზადების დონეს მაღალი შეფასება მისცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები