გოჩა ენუქიძის განცხადებით, რაჭა-ლეჩხუმში სიტუაცია სტაბილურია

რაჭა ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის განცხადებით, რაჭა-ლეჩხუმში სიტუაცია სტაბილურია, – ამის სესახებ ინფორმაციას დეპუტატის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, რეგიონში, ხანძრის ქრობის სამუშაოები დილიდან განახლდა და პროცესში აქტიურად ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

გავრცელებული ინფორმაციით, ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ონჭევის და წოლას მიმდებარედ ხანძარი ლოკალიზებულია, სოფელ საკაოში კი ტყის ხანძარი ლიკვიდირებულია.

დასტაბილურდა სიტუაცია ლეჩხუმშიც.

ტყის ხანძრები სრულად ლიკვიდირებულია ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ჩქუმში, ლაილაშში და ზარაგულაში.

„განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ყველა მეხანძრე-მაშველს და ადგილობრივ მოსახლეობას, სტიქიის სალიკვიდაციოდ გაწეული ოპერატიული და ეფექტიანი სამუშაოებისთვის.

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას, გამოიჩინოთ სიფრთხილე, სტიქიით მოსალოდნელი რისკების, როგორც ადამიანური, ისე მატერიალური ზიანის თავიდან ასაცილებლად”, – აცხადებს გოჩა ენუქიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები