ერაყის სასამართლომ ტრამპის დაკავების ორდერი გასცა

ერაყის სასამართლომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაკავების ორდერი გასცა.

საუბარია 2020 წლის 3 იანვარს ბაღდათის აეროპორტთან ერაყის სახალხო რაზმის ხელმძღვანლის, ანუ მაჰდი ალ-მუჰანდის ლიკვიდაციის საქმეზე. ამერიკელმა სამხედროებმა ამ დღეს დრონების გამოყენებით, ასევე, ირანის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელი, ქასემ სოლეიმანი მოკლეს.

დაკავების ორდერის გაცემის შესახებ ინფორმაციას ერაყის უზენაესი სასამართლოს საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

აღინიშნება, რომ “გამოძიება გაგრძელდება დანაშაულთა შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით, იქნება ეს ერაყელები თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეები”.

ქასემ სოლეიმანის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის საერთაშორისო ძებნაში გამოცხადების თხოვნით ინტერპოლს ირანმა მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები