რუსეთის საგარეო უწყებაში ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურნენ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას შეფასებით, ვაშინგტონში გუშინ განვითარებული მოვლენები აშშ-ის შიდა საქმეა.

“ეს ამერიკის შეერთებული შტატების შიდა საქმეა. ამასთან, მინდა, გავამახვილოთ ყურადღება იმაზეც, რომ აშშ-ში ელექტორალური სისტემა მოძველებულია, ის არ პასუხობს თანამედროვე დემოკრატიულ სტანდარტებს და მრავალმხრივი დარღვევებისთვის იძლევა შესაძლებლობას, ამერიკული მედია კი პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იქცა. ეს გახდა საზოგადოების გახლეჩის მიზეზი, რომელიც ამჟამად შეინიშნება”, –  თქვა ზახაროვამ.

დიპლომატმა ასევე დასძინა – “ვუსურვებთ მეგობარ ამერიკელ ხალხს, ღირსეულად გადალახონ საკუთარი ისტორიის ეს დრამატული მომენტი”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები