“SARS CoV-2 -ის ახალი შტამი ევროპის 22 ქვეყანაშია გამოვლენილი”, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელმა, ჰანს კლუგემ.
მისი თქმით, “სხვა ვირუსების მსგავსად, კოვიდ19 ეტაპობრივად შეიცვალა. მესმის შეშფოთება, რომელიც გამოწვეულია ახალი შტამის გამოვლენის გამო. ევროპის 22-მა ქვეყანამ გამოავლინა ახალი მუტაცია”, – თქვა მან.
კლუგეს თქმით, ახალი შტამი სწრაფად ვრცელდება, თუმცა, დაავადების მიმდინარეობის მახასიათებლები მას არ შეუცვლია.