ტრამპი აცხადებს, რომ 20 იანვარს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა მოხდება

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ 3 ნოემბრის არჩევნების შედეგებს სრულიად არ ეთანხმება, 20 იანვარს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა მოხდება.

აშშ-ის ლიდერის განცხადება Twitter-ის საკუთარ გვერდზე განათავსა სოციალური მედიის საკითხებში ტრამპის თანაშემწემ დან სკავინომ.

​”მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების შედეგებს სრულიად არ ვეთანხმები და ამაზე ფაქტებიც მიუთითებენ, 20 იანვარს ხელისუფლების ორგანიზებული გადასვლა მოხდება. ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, რომ მხოლოდ კანონიერი ხმების დათვლა მოხდეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს საპრეზიდენტო ისტორიაში პირველი ვადის დასრულებაა, ეს მხოლოდ ბრძოლის დასაწყისია, რომ ამერიკა ისევ დიდი გახდეს“, – აცხადებს ტრამპი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები