აზერბაიჯანს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა იანვრის ბოლოს ექნება

“აზერბაიჯანს თვის ბოლოს კორონავირუსის საწინააღმდეგო 4 მილიონი დოზა ვაქცინა ექნება”, – განაცხადა ქვეყნის პარლამენტის სოციალური პოლიტიკისა და შრომის კომიტეტის თავმჯდომარემ, მუსა გულიევმა.

მისი თქმით, წამყვან ქვეყნებში ვაქცინაცია დაწყებულია და მათ შრის არის აზერბაიჯანი.

“ყველა მოლაპარაკება დასრულებულია და იანვრის ბოლოს 4 მილიონი დოზა გვექნება”, – თქვა დეპუტატმა.

მისი თქმით, ვაქცინაცია თებერვალში დაიწყება და, როგორც დანარჩენს ქვეყნებში, პირველ ყოვლისა, აიცრებიან რისკ ჯგუფში შემავალი პირები. ამჟამად კი, სამედიცინო პერსონალის შესაბამისი მომზადება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები