ნიუ იორკში, Trump Tower-თან უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული

ნიუ იორკში, Trump Tower-თან უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული, სადაც დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა.

შეკრებილები ტრამპს გადადგომისკენ მოუწოდებდნენ.

თუმცა, აქციის დაწყებამდე Trump Tower-თან ყველა მისასვლელი იყო შემოსაზღვრული, ადგილზე ძალოვანების მობილიზება მოხდა.

აქცია, დაახლოებით, ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა და ინცინდენტის გარეშე დასრულდა.

6 იანვარს კაპიტოლიუმთან დონალდ ტრამპის მომხრეები შეიკრიბნენ და კონგრესის შენობაში შეიჭრნენ. საკანონმდებლო ორგანოში ამომრჩეველთა კოლეგიის ხმების სერტიფიკაციის პროცესი მიმდინარეობდა.

არეულობას 4 ადამიანი ემსხვერპლა, 52 დაკავებულია. ვაშინგტონში 15 დღით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები