CNN: ტრამპის მრჩეველი, ასევე, თეთრი სახლის რიგი მაღალჩინოსანი თანამდებობის დატოვებას ფიქრობენ

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში – რობერტ ო’ბრაიენი, მისი მოადგილე, ასევე, ადმინისტრაციის რიგი მაღალჩინოსანი, კაპიტოლიუმთან განვითარებული მოვლენების გამო, თანამდებობის დატოვებას ფიქრობენ.

ამის შესახებ CNN ტრამპის ადმინისტრაციაში წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

6 იანვარს კაპიტოლიუმთან დონალდ ტრამპის მომხრეები შეიკრიბნენ და კონგრესის შენობაში შეიჭრნენ. საკანონმდებლო ორგანოში ამომრჩეველთა კოლეგიის ხმების სერტიფიკაციის პროცესი მიმდინარეობდა.

არეულობას 4 ადამიანი ემსხვერპლა, 52 დაკავებულია. ვაშინგტონში 15 დღით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები