კაპიტოლიუმის შენობაში დაჭრილი ქალი გარდაიცვალა

ქალი, რომელიც კაპიტოლიუმის შენობაში დაიჭრა გარდაიცვალა,- ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „NBC NEWS“ სამართალდამცავ ორგანოებში წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, კაპიტოლიუმის შენობაში ხუთი ადამიანი დაიჭრა, რომელთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკული იყო.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა. სესიაზე ამომრჩეველთა კოლეგიის ხმის მიცემის შედეგები უნდა დაემტკიცებინათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები