Reuters: ჯორჯიის შტატში ჩატარებული სენატის არჩევნების მეორე ტურში დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა, ჯონ ოსოფმა გაიმარჯვა

აშშ-ის სენატში კონტროლი „დემოკრატებმა“ მოიპოვეს, ვინაიდან ჯორჯიის შტატში ჩატარებული სენატის არჩევნების მეორე ტურში დემოკრატიული პარტიის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, ჯონ ოსოფმა გაიმარჯვა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი Edison Research-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღნიშნული მონაცემების თანახმად, არჩევნებში ჯონ ოსოფმა ხმების 50.3% მიიღო, მისმა მეტოქემ, „რესპუბლიკელმა“ დევიდ პერდიუმ კი – 49.7%.

მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ Edison Research-ის პროგნოზით, არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა „დემოკრატმა“ რაფაელ უორნოკმა.

ცნობისათვის, „დემოკრატიული პარტიის“ აღნიშნული ორი კანდიდატის გამარჯვება ნიშნავს, რომ კონგრესის ზედა პალატაში „რესპუბლიკელებსა“ და „დემოკრატებს“ თანაბარი რაოდენობის, 50-50-ზე, მანდატები ექნებათ, თუმცა აშშ-ის კონსტიტუციის თანახმად, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი სენატის თავმჯდომარეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ საკითხზე კენჭისყრისას ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, კამალა ჰარისს გადამწყვეტი ხმა ექნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები