აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა დედაქალაქის ეროვნული გვარდიის სრული მობილიზება გამოაცხადა

კაპიტოლიუმის შენობაში მომხდარი არულობის ფონზე აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა დედაქალაქის ეროვნული გვარდიის სრული მობილიზება გამოაცხადა.

„დედაქალაქის გვარდია მობილიზებულია, რათა დაეხმაროს ფედერალურ სამართალდამცავ სტრუქტურებს. თავდაცვის მოქმედი მდივანი კრისტოფერ მილერი კონტაქტზეა კონგრესის ხელმძღვანელობასთან და შეიარაღებული ძალების მდივანი რაიან მაკკარტი დედაქალაქის ხელისუფლებასთან მუშაობს“, – განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონათან ჰოფმანმა.

ცნობისთვის, კონგრესმენები საარჩევნო კოლეგიის ხმების დათვლისა და დამოწმების მიზნით სპეციალურ სხდომაზე შეიკრიბნენ, თუმცა ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ და პროცესი შეაფერხეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები