აშშ-ის კონგრესში აქციის მონაწილე დაჭრეს
აშშ-ის კონგრესის შენობაში საპროტესტო აქციის მონაწილე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი PBS-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
“სანდო წყაროზე დაყრდნობით ჩვენთვის ცნობილია, რომ კაპიტოლიუმის შენობაში გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მოქალაქე დაჭრეს, ეს არ იყო ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი, ამიტომ ჩვენი ვარაუდით, დაჭრილი საპროტესტო აქციის მონაწილეა”, – განაცხადა ტელეწამყვანმა პირდაპირ ეთერში.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნით ადრე დონალდ ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმის შენობაში, შემდეგ სენატის სხდომაზე შეიჭრნენ. კონგრესის ორივე პალატამ სხდომა შეწყვიტა. შენიბიდან კონგრესმენების ევაკუაცია განხორციელდა.