ტრამპი: მაიკ პენსს არ ეყო გამბედაობა გაეკეთებინა ის, რაც ჩვენი ქვეყნის და კონსტიტუციის დასაცავად იყო საჭირო

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი გააკრიტიკა, რომელმაც ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დამოწმების შეფერხების უფლება არ აქვს.

„მაიკ პენსს არ ეყო გამბედაობა, რომ გაეკეთებინა ის, რაც ჩვენი ქვეყნის და ჩვენი კონსტიტუციის დასაცავად იყო საჭირო, რაც შტატებს მისცემდა შანსს, დაემტკიცებინათ კორექტირებული ფაქტები და არა თაღლითური ან არასწორი მონაცემები, რასაც მათ ადრე სთხოვდნენ. აშშ მოითხოვს სიმართლეს“, – დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის განცხადებით, კონგრესის სპეციალურ სხდომაზე მისი როლი მას უფლებას არ აძლევს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები და ჯო ბაიდენის გამარჯვება ცალმხრივად შეცვალოს. მაიკ პენსმა საკუთარ განცხადებაში აღნიშნა, რომ ამის გაკეთების უფლებას მას ამერიკის კონსტიტუცია არ აძლევს. მანამდე, აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მაიკ პენსს მოუწოდა, საარჩევნო კოლეგიის წევრთა ხმები არ დაემტკიცებინა და ხმები, უკან შტატებისთვის დაებრუნებინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები