დიდ ბრიტანეთში ათობით ათასი ფირმა უკვე რთულ სიტუაციაშია,- ქვეყქნაში ვირუსის ახალი შტამი საყოველთაო ლოქდაუნის მიზეხი გახდა

დიდი ბრიტანეთის სავაჭრო პალატის განცხადებით, ისინი შეძრწუნებულები არიან იმ ფაქტით, რომ ლოქდაუნის გამოცხადების პარალელურად, არაფერი თქმულა ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამაზე.

მათი განცხადებით, ლოქდაუნის შემდეგ, როდესაც ეკონომიკა გაიხსნება, დიდი ალბათობით, „ბიზნესები უბრალოდ აღარ იარსებებს“, თუ მათთვის ამ პერიოდში არ იქნება განსაზღვრული გარკვეული მხარდაჭერის პროგრამები.

სავაჭრო პალატის განცხადებით, ბიზნესის მფლობელებს ესმით, რომ ქვეყანაში არის რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და გაგებით მოეკიდებიან პრემიერის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, თუმცა, ვერ გაიგებენ იმას, თუ რატომ არაფერი თქვა პრემიერმა ამ რთულ პერიოდში ბიზნესების დახმარების შესახებ. ათობით ათასი ფირმა უკვე რთულ სიტუაციაშია და როგორც ჩანს, ქვეყანას წინ კიდევ უფრო რთული პერიოდი ელოდება.

გაერთიანებულ სამეფოში, კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების და ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების გამო, 4 იანვარს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონის მოსახლეობას სიტყვით მიმართა და ინგლისში საყოველთაო „ლოქდაუნი“ გამოაცხადა, რომელიც მ/წ 5 იანვარს შევა ძალაში და სავარაუდოდ მ/წ თებერვლის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება;
დიდი ბრიტანეთის პრემიერის, ბორის ჯონსონის განცხადებით, 20%-ს აღწევს კოვიდ ინფიცირებულების გარდაცვალების მაჩვენებელი და საავადმყოფოები იმაზე გაცილებით მეტადაა გადატვირთული, ვიდრე პანდემიის პირველი ტალღის დროს – სხვაობა თითქმის 40%-ია. 2020 წლის 29 დეკემბერს თითქმის 80 ათასი ადამიანი იყო კოვიდ ინფიცირებული დიდი ბრიტანეთის მასშტაბით, რაც ახალი ანტირეკორდი იყო მეორე ტალღის პირობებში. “ჩვენ არ ვართ დარწმუნებულები, რომ კორონავირუსის ასეთი გავრცელების პირობებში ჯანდაცვის სერვისი შეძლებს სათანადოდ გაუმკლავდეს პანდემიას. დამატებითი შეზღუდვების დაწესების გარეშე არსებობს რისკი, რომ მომდევნო 21 დღის განმავლობაში ჯანდაცვის სერვისი რამდენიმე მიმართულებით დადგება მატერიალური რისკების წინაშე“.

„ლოქდაუნის“ პირობებში, მოქალაქეებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე, გარეთ გადაადგილება ეკრძალებათ და სახლიდან გასვლა დღეში ერთხელ, მხოლოდ ვარჯიშის მიზნით შეუძლიათ. ბიზნეს სექტორს თანამშრომლების დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადაყვანა დაევალა. „ლოქდაუნის“ დროს, ყველა სავაჭრო ობიექტი, გამაჯანსაღებელი და გასართობი ცენტრი, ასევე მომსახურეობის სექტორი დახურული იქნება;

ოფიციალური განცხადების მიხედვით, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს არ უნდა ჰქონდეთ მოლოდინი, რომ მკაცრი შეზღუდვები მალე მოიხსნება, რადგან წინაა ძალიან რთული რამდენიმე კვირა, როდესაც ქვეყანას მოუწევს იბრძოლოს კოვიდის ახალი შტამის სწრაფი გავრცელების შესაჩერებლად. ბორის ჯონსინის თქმით თებერვლის შუა რიცხვებამდე დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება, ვაქცინაციის პროცესსა და მოსახლეობის მიერ მთავრობის რეკომენდაციების დაცვაზე იქნება დამოკიდებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები