საფრანგეთის მოქალქეები ხელისუფლებას ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებისკენ მოუწოდებენ

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის მოქალქეები ხელისუფლებას ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებისკენ მოუწოდებენ, იმუნიზაცია უკვე მეხანძრეებისთვის და მომსახურე სფეროში მომუშავე 50 წელს გადაცილებული პერსონალისთვის გახდა ხელმისაწვდომი.

გავრცელებული ინფორმაციით, ვაქცინაციის დაწყებიდან პირველ კვირას, ქვეყენაში მხოლოდ 516 ადამიანის ვაქცინაცია მოხდა, თუმცა ჯანდაცვის მინისტრის, შეფასებით, მომდევნო დღეებში, საფრანგეთი მეზობელი ქვეყნების ვაქცინაციის ტემპებს დაეწევა.

საფრანგეთში, 75 წელს გადაცილებული მოქალაქეები ვაქცინაციას იანვრის ბოლოდან შეძლებენ, მას შემდეგ რაც ქვეყანაში ვაქცინაციის ცენტრები გაიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები