იტალიაში ვაქცინაციის პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს, – ქვეყენაში დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 10 800 და გარდაცვალების 348 ფაქტი დაფიქსირდა

უცხოური მედიის ინფორმაციით, 2020 წლის 27 დეკემბრიდან დღემდე, იტალიის მასშტაბით, ქვეყანაში არსებული ვაქცინის მთლიანი მარაგის მხოლოდ 25% იქნა ათვისებული.

აღნიშნული პრობლემის გამომწვევ მიზეზად სამედიცინო დაწესებულებებში არსებული არაორგანიზებულობა, სამედიცინო პერსონალის სიმცირე და საახალწლო პერიოდში ექიმების შვებულებაში გასვლა სახელდება.

გავრცელებული ინფფორმაციით, ხარვეზები განსაკუთრებით შესამჩნევია ლომბარდიაში, სადაც ეპიდვითარება სხვა რეგიონებთან შედარებით უფრო გართულებულია. ლომბარდიის რეგიონში, ამჟამად, მხოლოდ 119 000 ადამიანია ვაქცინირებული.

შეგახსენებთ, რომ 4 იანვარს, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 10 800 შემთხვევა და გარდაცვალების 348 ფაქტი დაფიქსირდა. გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, ზოგიერთ რეგიონში, მათ შორის ჩრდილოეთ ვენეტოში, სასწავლო პროცესი კვლავ ონლაინ რეჟიმზე გადავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები