არჩილ თალაკვაძე სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მრევლს შობის დღესასწაულს ულოცავს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე სომეხ თანამოქალაქეებს სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მრევლს შობის დღესასწაულს ულოცავს.
„საქართველოს პარლამენტის სახელით, ვულოცავ ჩვენს თანამოქალაქეებს სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მრევლს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს! ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და მშვიდობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს!“, – ნათქვამია თალაკვაძის მილოცვაში.
სომეხთა სამოციქულო ეკლესია შობისა და ნათლისღების დღესასწაულს 6 იანვარს ზეიმობს.