ირაკლი კობახიძე: „ამინისტიის შესახებ” კანონი ახლანდელი მოცემულობით 1000-ზე მეტ პატიმარს შეეხება

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ამინისტიის შესახებ” კანონი ახლანდელი მოცემულობით 1000-ზე მეტ პატიმარს შეეხება.

მისივე თქმით, “ამინისტიის შესახებ” კანონპროექტის განხილვისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარე რისკების აწონ-დაწონვა იყო.

„იმისათვის, რომ რისკები დაცული იყოს, სათითაოდაა გავლილი თითოეული პუნქტი და ნაწილი. მათ შორის, შეფასებულია ინდივიდურად რა შედეგები შეიძლება, მოჰყვეს ამა თუ იმ სეგმენტის გათავისუფლებას. შესაბამისად, რისკების აწონ-დაწონვა იყო ამ კანონპროექტის განხილვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხარე. დღეს კიდევ საბოლოო სურათი დაზუსტდება, მაგრამ რაც ახლანდელი მოცემულობაა, ვიდრე მეორე მოსმენით საბოლოოდ იქნება მიღებული, არსებული სახით 1000-ზე მეტ პატიმარს შეეხება „ამნისტიის შესახებ” კანონი”, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტი „ამინისტიის შესახებ“ კანონპროექტს დღეს მეორე მოსმენით განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები