შსს-ს მომსახურების სააგენტო: ნასამართლობის შესახებ ცნობის მიღება სააგენტოს მობილური აპლიკაციით არის შესაძლებელი
“ნასამართლობის შესახებ ცნობის მიღება სააგენტოს მობილური აპლიკაციით (Service Agency) არის შესაძლებელი, ელექტრონული წესით ასევე შეგიძლიათ მოითხოვოთ დოკუმენტის თარგმნა, მისი აპოსტილით დამოწმება ან/და ლეგალიზაცია”,- ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.
ინფორმაციაში განაცხადის შევსების ეტაპებზეცაა საუბარი.
“განაცხადის შევსების ეტაპები:
1. ითხოვთ მხოლოდ ცნობას, ცნობას ლეგალიზაციით/აპოსტილით დამოწმებულს ან ცნობას თარგმნით და ლეგალიზაციით/აპოსტილით დამოწმებულს;
2. ირჩევთ დოკუმენტის დამზადების ვადას;
3. ავსებთ მიმღები პირის მონაცემებს;
4. ირჩევთ იმ სტრუქტურულ ერთეულს, სადაც დამზადდება დოკუმენტი;
5. განაცხადს ასრულებთ საფასურის გადახდით.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/HVv5y
✔ App Store: https://shorturl.at/qLP17
✔ Google Play Store: https://shorturl.at/oGLT4”,- წერია ინფორმაციაში.