Bloomberg: ირანმა სარაკეტო გამშვები დანადგარების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა
ირანმა ბოლო სამხედრო დაპირისპირების შედეგად ბალისტიკური რაკეტების გამშვები დანადგარების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა,- ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
გამოცემის ცნობით, ისრაელის სამხედრო შეფასებებზე დაყრდნობით, ირანის სარაკეტო ინფრასტრუქტურის 60%-ზე მეტი განადგურებულია.
ამავე ცნობით, დარტყმების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა ირანის შესაძლებლობა, ერთდროულად დიდი რაოდენობით რაკეტა გაუშვას.
ამასთან, ზოგიერთი სამხედრო წყარო მიუთითებს, რომ განეიტრალებული დანადგარების რაოდენობა შესაძლოა 70%-მდე აღწევდეს, თუმცა ეს მონაცემები ოფიციალურად დადასტურებული არ არის.
მანამდე ამერიკელი სამხედრო ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ ირანის მიერ გაშვებული ბალისტიკური რაკეტების რაოდენობა ბოლო დღეებში მკვეთრად შემცირდა.