3 იანვარს გაერთიანებულ სამეფოში ინფიცირების 50 000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა; ქვეყნის პრემიერმინისტრის განცხადებით, ქვეყანაში ზომების გამკაცრება გარდაუვალია

გაერთიანებულ სამეფოში, კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებისა და ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების გამო, ქვეყნის პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონის განცხადებით, ქვეყანაში ზომების გამკაცრება გარდაუვალია, – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

მათივე ცნობით, 3 იანვარს გაერთიანებულ სამეფოში ინფიცირების 50 000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

„ინგლისში საყოველთაო კარანტინის რეჟიმი ამოქმედდება. ახალი შეზღუდვების თანახმად, მოქალაქეები ვალდებულები არიან, სახლში დარჩნენ და აუცილებელი შემთხვევების გარდა საცხოვრებელი არ დატოვონ. ბორის ჯონსონის განცხადებებით, ზომები რეგიონული მასშტაბითაც გამკაცრდება. გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით ჰოსპიტალური რესურსი კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება.
დიდ ბრიტანეთში, აღმოსავლეთ ლონდონში პოლიციის ოფიცრებმა დააჯარიმეს ათობით ადამიანი, რომლებიც კოვიდის რეგულაციების დარღვევით შეკრებილები იყვნენ რესტორნის ერთ-ერთ ოთახში და დომინოს თამაშობდნენ. თავდაპირველად, რეგულაციების დამრღვევებს ჰქონდათ მცდელობა, პოლიცია დაერწმუნებინათ, რომ იყვნენ რესტორნის თანამშრომლები. თუმცა, მას შემდეგ, რაც სიმართლე გაირკვა, დაჯარიმდა რესტორნის მფლობელიც, ისევე როგორც შეკრების ყველა მონაწილე. პოლიციის განცხადების მიხედვით, ფაქტი, რომ ეს ადამიანები იმალებოდნენ რესტორნის ერთ-ერთ ოთახში, ცხადყოფს, რომ მათ კარგად იცოდნენ, არღვევდნენ კოვიდ რეგულაციებით გათვალისწინებულ წესებს“, – წერს უცხოური მედია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები