საფრანგეთში, COVID-19-ის გავრცელების საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის გამო, უკანონო წვეულებებზე მყოფი 1 200 პირი დააჯარიმეს და ორგანიზატორები დააკავეს; ქვეყანაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის ნელი ტემპების მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავენ

„ქალაქ რენესთან, ორ მიტოვებულ საწყობში გამართული ორდღიანი საახალწლო წვეულებების ვიზიტორებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა”, – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
მათი ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, COVID-19-ის გავრცელების საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის გამო, უკანონო წვეულებებზე მყოფი 1 200 პირი დააჯარიმეს და ორგანიზატორები დააკავეს.

„საფრანგეთში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის ნელი ტემპების მიმართ (3 იანვრისთვის მხოლოდ 500 პირი აიცრა) უკმაყოფილებას გამოხატავენ. 4 იანვარს ქვეყნის მთავრობამ იმუნიზაციის პროცესის დაჩქარების მიზნით შესაბამისი ცვლილებების განხორციელების შესახებ განცხადება გააკეთა; ჯანდაცვის სექტორის თანამშრომლებს, რომლებიც 50 წელს არიან გადაცილებულნი, 100-ზე მეტ კლინიკაში ვაქცინაციის საშუალება ექნებათ. თებერვლის დასაწყისამდე ვაქცინა, პირველ ყოვლისა, 75 წელს გადაცილებულ პირთათვის, ხოლო შემდეგ 65 წელზე უფროსი პირებისთვის გახდება ხელმისაწვდომი“, – წერს უცხოური მედია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები