ირაკლი კობახიძე: იმედი მაქვს, „ნაციონალური მოძრაობის“ თვითგანადგურების პროცესი წარმატებით დასრულდება

“ნაციონალურ მოძრაობაში” პოლიტიკური კრიზისია და ისინი თვითგანადგურების რეჟიმზე არიან გადასული”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც, პარტიაში დიდი განახლებისა და გადალაგების დროა.

კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული პარტიის თვითგანადგურების პროცესი წარმატებით დასრულდება.

„ბუნებრივია, კრიზისია, ისინი თვითგანადგურების რეჟიმზე არიან გადასულები. დღეს უკვე ვიხილეთ სისრულეში მოყვანილი ერთ-ერთი პარტიის თვითგანადგურება. რეალურად, “პატრიოტთა ალიანსმა” საკუთარი თავი გაინადგურა იმით, რაც გუშინ გააკეთა, როდესაც საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვეს. ეს პროცესი “ნაციონალურ მოძრაობაში” ახლა გრძელდება და იმედი მაქვს, რომ თვითგანადგურების პროცესი წარმატებით დასრულდება. “ევროპული საქართველო” ისედაც განადგურებულია. ეს ყველაფერი ჯანსაღი პოლიტიკური პროცესია და, საბოლოოდ, ჯანსაღი პოლიტიკური სპექტრი უნდა ვიხილოთ”, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები