რომის პაპმა ის ადამიანები გააკრიტიკა, რომლებიც ახალი წლის პერიოდში არ იცავენ კოვიდ რეგულაციებს და აკრძალვების მიუხედავად მაინც მოგზაურობენ

უცხოური მედიის ინფორმაციით, რომის პაპმა გააკრიტიკა ის ადამიანები, ვინც ახალი წლის პერიოდში არ იცავენ კოვიდ რეგულაციებს და მოგზაურობენ აკრძალვების მიუხედავად.

“ისინი არ ფიქრობენ მათზე, ვინც რჩება სახლში ეკონომიკური ან ე.წ. ლოქდაუნით გამოწვეული პრობლემების გამო. ისინი მხოლოდ გართობაზე ფიქრობენ. ეს ჩემში ნამდვილად იწვევს დარდს”, – განაცხადა რომის პაპმა.

მისივე თქმით, აუცილებელია, თითოეულმა ადამიანმა იზრუნოს საკუთარ თავსა და გარშემომყოფებზე. თავად რომის პაპი წმინდა პეტრეს ტაძართან ხალხმრავლობის ასაცილებლად საკვირაო წირვას აღავლენს აპოსტოლიკის სასახლის (Apostolic Palace) ბიბლიოთეკიდან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები