პაატა იმნაძე: კორონავირუსით ინფიცირებულთა ზრდის მაჩვენებელი დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოულხინეს ჩვენმა თანამოქალაქეებმა საახალწლო სუფრებთან – რეალურ სურათს შემდეგი დღეები გვაჩვენებს

“კორონავირუსით ინფიცირებულთა ზრდის მაჩვენებელი დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოულხინეს ჩვენმა თანამოქალაქეებმა საახალწლო სუფრებთან – რეალურ სურათს შემდეგი დღეები გვაჩვენებს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, წესების არდაცვა ინფიცირებულთა რიცხვის ზრდას გამოიწვევს.
„დღეს, მოგეხსენებათ, 2000-ზე მეტი შემთხვევაა, ეს მოსალოდნელიც იყო. გასაგებია, რომ 1-ელ, 2, 3 იანვარს მიმართვიანობა ძალიან დაბალი იყო და ახლა ვნახოთ, შემდეგი დღეები უფრო რეალურ სურათს დაგვანახებს, თუ როგორია ეპიდემიოლოგიური სიტუაცია. ისე, ტესტი ბევრი თუ ცოტა ჩატარდება, იქედან 15%-ია დადებითობის მაჩვენებელი, რაც არ არის ცუდი. ზრდის მაჩვენებელი დამოკიდებულია, როგორ მოულხინეს ჩვენმა თანამოქალაქეებმა საახალწლო სუფრებთან. თუ ყველა თავის ოჯახთან იყო მხოლოდ და ვიწრო წრეში აღნიშნავდა, გასაგებია, და თუ ფართო წრეები იყო ეს, რა თქმა უნდა, შემთხვევების მატებას გამოიწვევს 10-14 რიცხვისათვის. თუ ადამიანები იცავენ წესებს, მაშინ რისკი ნაკლებია, თუ ადამიანები არ იცავენ წესებს, არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება ეკლესიაში, სუპერმარკეტში თუ მიტინგზე, არ აქვს მნიშვნელობა, იქნება შემთხვევების მატება, თუ წესებს დავიცავთ – კარგად იქნება ყველაფერი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები