თამარ გაბუნია: მთელი ქვეყნის მასშტაბით ამ დროისთვის 2 900 საწოლია თავისუფალი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჯამურად, 2900 საწოლია თავისუფალი.

მისივე თქმით, თავისუფალი საწოლების გარკვეული ოდენობა მრავალპროფილური სერვისების მიწოდებას დაუბრუნდა.

“გარკვეული საწოლები დაუბრუნდნენ მრავალპროფილური სერვისების მიწოდებას, განსაკუთრებით, აჭარაში. აჭარაში ყველაზე თვალსაჩინოდ იგრძნობა ინფექციის სტაბილიზაცია და დაღმა სვლა. იქ განმეორებითი ტალღის აღმოცენების რისკიც არის შედარებით უფრო ნაკლები, ვიდრე – ქვეყნის სხვა რეგიონებში“, – განაცხადა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები