გერმანიის მთავრობის მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიის შედეგად, ქვეყნის ეკონომიკას 1.3 ტრილიონი ევროს ზარალი მიადგება

ადგილობრივი მედია გერმანიის მთავრობის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ, კორონავირუსის პანდემიის შედეგად, ქვეყანის ეკონომიკას 1.3 ტრილიონი ევროს ზარალი მიადგება.

პანდემიის დროს ხარჯების ყველაზე დიდი ნაწილი დაეკისრა ფედერალურ მთავრობას, რომელიც გამოიყო ბიუჯეტიდან და ეკონომიკის სტაბილიზაციის ფონდიდან. ასევე, გარკვეული ხარჯები გაწიეს რეგიონებისა და მუნიციპალური ბიუჯეტებიდან და სოციალური დაცვის ფონდებიდან, რომლის დიდი ნაწილი დაიხარჯა უმუშევრების დასახმარებლად.

ექსპერტების განცხადებით, პანდემიით გამოწვეული კრიზისი ისტორიულად ძვირი უჯდება გერმანიას, რადგან გასაწევი ხარჯების რაოდენობა მუდმივად მზარდია. თუმცა, მთავრობას ჯერ არ აქვს შემუშავებული შესაბამისი გეგმა იმის შესახებ, თუ „ვინ გადაიხდის ამ დანაკარგების ფულს“. ექსპერტები შიშობენ, რომ პანდემიის ფინანსური ხარჯების „დაფარვა“ სამომავლოდ ისევ საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეების ხარჯზე მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები