აშშ-ში ვაქცინაციის პროცესი დაგეგმილზე ნელი ტემპით დაიწყო, საწყის ეტაპზე სხვადასხვა სახის სირთულეები გამოვლინდა

აშშ-ში ვაქცინაციის პროცესი დაგეგმილზე ნელი ტემპით დაიწყო, – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

მათი ინფორმაციით, საწყის ეტაპზე სხვადასხვა სახის სირთულეები გამოვლინდა, მაგალითად, ვაქცინაციის სისტემა არ იყო შესაბამის დონეზე მომზადებელი ისევე, როგორც საჭირო იყო დამატებითი ფინანსური რესურსები სისტემის გასამართად, ასევე, პროცესის დაჩქარებას ხელი შეუშალა დღესასწაულებმა.

„აშშ-ში ხელმისაწვდომია კორონავირუსის ვაქცინის 12 მილიონ 400 ათასი დოზა, თუმცა, CDC-ის მონაცემებით, 27 დეკემბერს ქვეყნის მასშტაბით აცრილი იყო მხოლოდ 2 მილიონ 500 ათასი ადამიანი. ოფიციალური მონაცემებით, ვაქცინაციის პროცესი უფრო სწრაფად უნდა წარიმართოს მომდევნო დღეებში, რადგან CDC-ის წარმომადგენლის განცხადებით, დიდი მიღწევაა პროცესის ამგვარი მიმდინარეობაც და მოსალოდნელი იყო კიდევ უფრო მეტი დაბრკოლებაც“, – წერს უცხოური მედია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები