საფრანგეთში, კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო, ე.წ. კომენდანტის საათი 18:00 საათიდან 06:00 საათამდე მოქმედებს

საფრანგეთში, კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო, ე.წ. კომენდანტის საათი 18:00 საათიდან 06:00 საათამდე მოქმედებს – სხვა ქვეყნებთან შედარებით, ვაქცინაციის პროცესი გაცილებით ნელა მიმდინარეობს

უცხოური მედია წერს, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე საფრანგეთში კორონავირუსის 2 620 425 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 64 632 ადამიანი გარდაიცვალა. მედია ასევე წერს, რომ საფრანგეთში, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ვაქცინაციის პროცესი გაცილებით ნელა მიმდინარეობს და ბოლო ოთხი დღის განმავლობაში კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა მხოლოდ 138 ადამიანი, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის გეგმა, იანვრის ბოლომდე აეცრათ მილიონი ადამიანი, არის საფრთხის ქვეშ. საპასუხოდ, საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის ცენტრებს თებერვლიდან გახსნიან.

კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო, 2 იანვრიდან საფრანგეთის 15 დეპარტამენტში ე.წ. კომენდანტის საათი 18:00 საათიდან ამოქმედდება. ამის შესახებ საფრანგეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გაბრიელ ატალმა განაცხადა.

ე.წ. კომენდანტის საათი 18:00 საათიდან 06:00 საათამდე შემდეგ დეპარტამენტებში იმოქმედებს: ზემო ალპები, ზღვისპირა ალპები, დუ, არდენი, ვოგეზი, მარნა, ზემო მარნა, მიორტი და მოზელი, მიოზი, ზემო სავოია, იურა, ბელფორის ტერიტორია, მოზელი, ნიევრი და სონა და ლუარა. გარდა ამისა, გაბრიელ ატალის განცხადებით, 7 იანვრისთვის კულტურული დაწესებულებები არ გაიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები