„მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევა ჩვენ, მთელს საქართველოს გვაძლევს განსაკუთრებულ ძალას” – გიორგი გახარია პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს

საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.

„სიყვარულითა და უდიდესი პატივისცემით ვულოცავ დაბადების დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს.

განუზომელია მისი ღვაწლი ქართველი ერის სულიერების განმტკიცებაში, ისტორიული უნიკალურობისა და ტრადიციების შენარჩუნებაში. განსაკუთრებით დასაფასებელია ჩვენი პატრიარქის წვლილი ჩვენი ეკლესიების აღდგენასა და ერის განათლებაში.

ახლაც, როცა მთელი მსოფლიო უხილავ მტერს ებრძვის, მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევა ჩვენ, მთელს საქართველოს გვაძლევს განსაკუთრებულ ძალას, ერთმანეთზე ზრუნვით გადავლახოთ უდიდესი განსაცდელი.

ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს ჯანმრთელობას, მხნეობასა და დღეგრძელობას“, – წერს  გიორგი გახარია სოციალურ ქსელში  გავრცელებულ თავის განცხადებაში.

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს 88 წელი შეუსრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები