მხოლოდ რიცხვები და ფაქტები – პუტინის 21-ე წელი რუსეთში

Global Wealth Report –ის მონაცემებით, რუსეთის ეროვნული სიმდიდრის 57% მოსახლეობის 1 %-ის, ანუ მდიდარი ფენის ხელშია. რუსეთის მოსახლეობის 21 %-ს კანალიზაცია არ აქვს. 16 %-ისთვის სასმელი წყალი ხელმიუწვდომელია, ხოლო 33 %-ს ბუნებრივ აირზე არ მიუწვდება ხელი.
20 მილიონი ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. რუსეთის ყოველი მესამე მოქალაქე თავს ღარიბად მიიჩნევს. მინიმალური ხლფასი რუსეთში უფრო ნაკლებია, ვიდრე – გაბონში. მსოფლიოში პირველია იმ ქვეყნებს შორის, სადაც მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს თბილ ტუალეტებზე ხელი არ მიუწვდებათ.
როგორც Global Wealth Report-ის ანგარიშშია აღნიშნული, პუტინის მმართველობის დროს საავადმყოფოების რაოდენობა რუსეთში განახევრდა, ხოლო მოსახლეობა 8.6 მილიონით შემცირდა. რუბლის დევალვაციამ 257 %-ს გადააჭარბა. ქვეყანაში, რომელიც ნავთობისა და საწვავის ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორია, ბენზინი 284 %-ით გაძვირდა. ავავდროულად, მილიარდერთა რაოდენობა 13 ჯერ გაიზარდა. გაიზარდა კორუფციაც, მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის პუტინის რუსეთს „საპატიო“ 137-ე ადგილი უჭირავს რეიტინგში. კი დევ უფრო ცუდი შედეგი აქვს ქვეყანას სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით, 147-ე ადგილი 180 ქვეყანას შორის. ჯანდაცვის ხარისხის მიხედვით, მსოფლიოს 128 ქვეყანას შორის რუსეთი 94 -ზეა.
მშვიდობისმოსურნე ქვეყნების გლობალურ რეიტინგში რუსეთმა 154-ე ადგილი დაიკავა 163 ქვეყანას შორის.
სახელმწიფო მართველობის ეგფექტურობის მიხედვით, რუსეთი 176 ქვეყანას შორის 101-ე ადგილზეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები