ანრი ოხანაშვილი: ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მიმართულ ქმედებებს ადეკვატური რეაგირება მოჰყვება ყველა ფორმატში
“ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მიმართულ ქმედებებს ყველა ფორმატში ადეკვატური რეაგირება მოჰყვება”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელება, ამიტომ, ამ პროცესში რა შესაძლებლობები და რა მექანიზმებიც გვაქვს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობით, რა თქმა უნდა, ყველა ზომას გამოიყენებს ხელისუფლება. ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მიმართულ ქმედებებს ადეკვატური რეაგირება მოჰყვება ყველა ფორმატში“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ, რუსული მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრის დელიმიტაცია- დემარკაციის პასუხისმგებლობა დაეკისრა.