გიორგი კახიანი: ვიდრე მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი არ იქნება, დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს სიფრთხილით ვუდგებით
„პატრიოტთა ალიანსის“ რამდენიმე წევრმა მზადყოფნა გამოთქვა პარლამენტში შემოსვლაზე და, აქედან გამომდინარე, მათი განცხადებები განვიხილეთ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური მოვლენა, რომელიც გველოდება, მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდია. იმედი გვაქვს, რომ საკითხი საბოლოოდ გადაწყდება და კონკრეტულ შედეგს მივიღებთ, რაც იმაში აისახება, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილი პარლამენტში შემოვა. ვიდრე ეს შეხვედრა არ იქნება, უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს სიფრთხილით ვუდგებით. ვისაც სია ჩახსნილი აქვს, მათი უფლებამოსილების შეწყვეტა იმას გამოიწვევს, რომ მათ ადგილმონაცვლე არ ეყოლებათ. სანამ მოლაპარაკებები არ დასრულდება, გადაწყვეტილებას არ მივიღებთ, მაგრამ აუცილებლად მოხდება ეს საგაზაფხულო სესიაზე. რაც შეეხება სახელმწიფო დაფინანსებას, „პატრიოტთა ალიანსის“ რამდენიმე წევრმა მზადყოფნა გამოთქვა პარლამენტში შემოსვლაზე და, აქედან გამომდინარე, მათი განცხადებები განვიხილეთ. ამ პარტიის სიის წევრები საპარლამენტო საქმიანობაში მუშაობას მიიღებენ, შესაბამისად, პარტია სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებს”, – განაცხადა კახიანმა.