წალენჯიხაში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილი გზის დამცავ ჯებირს დაეჯახა, რის შედეგადაც მანქანის მგზავრი დაიღუპა, ხოლო მძღოლი მრავლობითი დაზიანებებით ზუგდიდის ჰოსპიტალშია გადაყვანილი.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები