„შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი“ – ბედობა საქართველოში

2 იანვარს საქართველოში ბედობის დღესასწაულს აღნიშნავენ. ეს ტრადიცია საქართველოში საუკუნეებს ითვლის. ძველი დროიდან მიაჩნიათ, რომ როგორც შეხვდები ბედობას, მთელ წელს ისე გაატარებ.
ჩვენს წინაპრებს მიაჩნდათ, რომ როგორც შეხვდებოდნენ ამ დღეს, მთელ წელს ისე გაატარებდნენ.
ტრადიციის თანახმად, ოჯახები ბედობა დღეს ირჩევდნენ კეთილი გულის და „კარგი ფეხის“ მქონე ადამიანს, რომელიც ოჯახის მეკვლე უნდა ყოფილიყო. ამ დღეს ასევე ცდილობდნენ, რომ არც რაიმე ესესხებინათ და არც გაესესხებინათ.
2 იანვარს მეკვლისგან შემდეგ სიტყვებს ისევ ელიან: „შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი კვალი ანგელოზისა“.
საქართველოში ახალი წელი ორჯერ – ახალი და ძველი სტილით აღინიშნება, შესაბამისად, ბედობაც ორჯერ არის  – 2 და 15 იანვარს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები