ათენში აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს
ათენის ჩრდილოეთით გვიან ღამით არეულობა მოხდა, რომელიც 7 იანვრამდე მკაცრი კარანტინის რეჟიმის გახანგრძლივებას მოჰყვა.
შეზღუდვების მოწინააღმდეგეები მშვიდობიან დემონსტრაციაზე შეიკრიბნენ, რომლის ტრანსილირება ტელეეთერითაც მიდიოდა, თუმცა, ამის შემდეგ შეკრებილებმა სამართალდამცველების მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლა დაიწყეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაახლოებით, 10 წუთის განმავლობაში ისმოდა აფეთქებების ხმა, თავის მხრივ, სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
არეულობაში 100-მდე ადამიანი მონაწილეობდა.
მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, საბერძნეთის მთავრობამ ე.წ. ლოქდაუნი 7 იანვრამდე გაახანგრძლივა, რომელიც 7 ნოემბრიდან მოქმედებს.